კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა საერთაშორისო ოლიმპიადებზე 13 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვეს!
- 12 მაისი, 2026
European Mathematical Olympiad 2026, Nordic-Baltic Physics Olympiad 2026 და Balkan Mathematical Olympiad 2026 -კომაროველთა საერთაშორისო აღიარება გრძელდება!
2026 წლის გაზაფხული განსაკუთრებულად წარმატებულია კომაროვის სკოლისთვის. მოსწავლეებმა საერთაშორისო მათემატიკისა და ფიზიკის ოლიმპიადებზე საქართველო ღირსეულად წარადგინეს და ჯამში 13 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვეს.
ევროპის I მათემატიკური ოლიმპიადა - EMO 2026
ვილნიუსში გამართულ ევროპის I მათემატიკურ ოლიმპიადაზე (EMO 2026) ქართველმა მოსწავლეებმა 1 ოქროს, 3 ვერცხლის მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვეს.
ოლიმპიადის გამარჯვებულები გახდნენ:
სანდრო ჟღენტი -კომაროვის სკოლა, ოქროს მედალი
მირზა შანიძე -კომაროვის სკოლა, ვერცხლის მედალი
გიორგი გუმბერიძე - კომაროვის სკოლა,ვერცხლის მედალი
ირაკლი შეროზია - კომაროვის სკოლა, ვერცხლის მედალი
ალექსანდრე კაცია -კომაროვის სკოლა, საპატიო სიგელი
რატი რატიანი - აკადემიკოს ი.ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 42–ე საჯარო სკოლა, საპატიო სიგელი
გუნდის ლიდერი იყო გენადი მარგველაშვილი, თანალიდერი - ლუკა მაჭარაშვილი.
ტურნირი ორ ტურად ჩატარდა. მონაწილეებს 4.5 საათის განმავლობაში ალგებრის, გეომეტრიის, კომბინატორიკისა და რიცხვთა თეორიის ამოცანების ამოხსნა ევალებოდათ.
საქართველოს ნაკრებმა გუნდურად მე-5 ადგილი დაიკავა, რაც საერთაშორისო მასშტაბით მნიშვნელოვანი შედეგია. ოლიმპიადაში 21 ქვეყნის 23 გუნდი და 138 მოსწავლე მონაწილეობდა.
საქართველოს ნაკრების მონაწილეობა ორგანიზებული იყო სსიპ ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლისმიერ,საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტის მხარდაჭერით.
ნორდიკ-ბალტიური ფიზიკის ოლიმპიადა - NBPhO 2026
ტალინიში გამართულ ნორდიკ-ბალტიურ ფიზიკის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდის ყველა წევრი კომაროვის სკოლის მოსწავლე იყო.
პრიზიოორები გახდნენ:
ნიკოლოზ თავხელიძე -ვერცხლის მედალი
ცოტნე გიორგაძე -ვერცხლის მედალი
სანდრო ათანასოვი - ბრინჯაოს მედალი
ირაკლი მექვაბიშვილი - ბრინჯაოს მედალი
ლუკა მელაძე - საპატიო სიგელი
ოლიმპიადა გაიმართა Tallinn University of Technology-ის ბაზაზე და მასში ევროპის, აზიისა და სამხრეთ ამერიკის 13 ქვეყნის 150-მდე მოსწავლე მონაწილეობდა.
კონკურსი ორ ტურად ჩატარდა. თითოეული ტურის ხანგრძლივობა 5 საათს შეადგენდა, სადაც მონაწილეებს ფიზიკის რთული, რეალურ პროცესებზე დაფუძნებული ამოცანების ამოხსნა ევალებოდათ.
საქართველოს ნაკრების მონაწილეობა ორგანიზებული იყო კომაროვის სკოლის მიერ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.
ბალკანეთის მათემატიკის 43-ე ოლიმპიადა
სალონიკიში გამართულ ბალკანეთის მათემატიკის 43-ე ოლიმპიადაზე ქართველმა მოსწავლეებმა 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
აღანიშნავია, რომ საქართველოს გუნდი სრულად კომაროველებით დაკომპლექტდა და თითოეულმა მოსწავლემ საპრიზო ადგილზე დაიკავა.
მედლის მფლობელები გახდნენ:
გიორგი გუმბერიძე - ვერცხლის მედალი
სანდრო ჟღენტი - ბრინჯაოს მედალი
ალექსანდრე კაცია -ბრინჯაოს მედალი
თევდორე ონაშვილი - ბრინჯაოს მედალი
ირაკლი შეროზია - ბრინჯაოს მედალი
გუნდის ლიდერები იყვნენ კომაროვის სკოლის პედაგოგები -ივანე კობაიძე და ივანე კვიტაშვილი.
ბალკანეთის მათემატიკის ოლიმპიადაში წელს 24 ქვეყანა მონაწილეობდა.
კომაროვის სკოლა ულოცავს თითოეულ მოსწავლეს, პედაგოგსა და გუნდის ხელმძღვანელს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და უსურვებს მომავალშიც არაერთ საერთაშორისო გამარჯვებას.
